საქართველოს დელეგაცია, ეუთო-სა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, ელჩის, ქეთევან ციხელაშვილის ხელმძღვანელობით, მონაწილეობას იღებს ვენაში მიმდინარე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რიგით 64-ე გენერალურ კონფერენციაში.
?გენერალური დებატების ფარგლებში, ელჩმა სიტყვით მიმართა გენერალური კონფერენციის მონაწილეებს და ისაუბრა სააგენტოს მიერ გლობალური პანდემიის პირობებში გაწეულ მუშაობაზე და მადლობა გადაუხადა სააგენტოს, ისევე როგორც აშშ-სა და ნორვეგიის მთავრობებს საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის. მან ასევე მიმოიხილა ბოლო პერიოდში საქართველოს მიერ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების კუთხით გადადგმული ნაბიჯები, ხაზი გაუსვა აქტიური საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას და ამ კონტექსტში ქვეყნის მიერ საერთაშორისო დონეზე განხორციელებულ ღონისძიებებს.
✔️განცხადების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეებზე და ადგილზე საერთაშორისო ყოფნის მნიშვნელობაზე.
✔️გამოსვლის ბოლოს საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა პარტნიორ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებს იმ პროექტების განხორციელებისათვის, რომლებიც ხელს უწყობს მარეგულირებელი ორგანოს გაძლიერებასა და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების კუთხით ეროვნული სისტემის გაუმჯობესებას.
? გენერალური კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე მნიშვნელოვანი რეზოლუციისა და დოკუმენტის მიღება, მათ შორის ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოებაზე, ბირთვულ უშიშროებაზე, ჩრდილოეთ კორეის მიერ NPT გარანტიების ხელშეკრულების შესრულებზე, სააგენტოს 2021 წლის ბიუჯეტზე, ტექნიკურ თანამშრომლობაზე და სხვა.
? 64-ე გენერალური კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ აესს წევრი სახელმწიფოების დელეგაციები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები.
?გენერალური კონფერენცია მიმდინარეობს ჰიბრიდულ ფორმატში. კონფერენცია მუშაობას დაასრულებს 25 სექტემბერს.