სახლიდან გაუჩინარებული დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ წითელწყაროში მცხოვრები 55 წლის თამაზ მაზიაშვილი 4-დღიანი ძებნის შემდეგ დედოფლისწყაროს პოლიციის თანამშრომლებმა სოფელ მაზოვკის ტყეში, ხეზე თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს.
როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, მაზიაშვილმა სახლიდან გასვლამდე მეუღლესა და შვილებს წერილი დაუტოვა, რის მიხედვითაც ირკვევა, რომ ის თვითმკვლელობას გეგმავდა. წერილში თვითმკვლელობის მიზეზებზეც არის საუბარი, თუმცა გარდაცვლილის ოჯახი მის შინაარსს არ ახმაურებს.
როგორც დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს უფროსმა გელა ბუნტურმა გაზეთ "ქიზიყს" განუცხადა, მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება.