[მიხეილ სააკაშვილი] ვერც ციხიდან და ვერც ციხის გარედან საქართველოში ვერავითარ არეულობას ვერ გამოიწვევს, - თქვა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა "ღამის კურიერის" ეთერში.
მისი თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, მისი დაკავება საზღვარზე მოხდება.
"ჩვენ ვართ ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც, მე ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ, დღეს პეიზაჟზე არის ყველაზე ძლიერი და უნარიანი, ეს კოვიდმაც აჩვენა ბევრ სხვა კონტექსტთან ერთად, აქედან გამომდინარე სააკაშვილი თუ ჩამოვა, სამართლებრივად საზღვარზე ხდება მისი დაკავება სტატუსიდან გამომდინარე და შემდეგ მოიხდის სასჯელს. ის ვერც ციხიდან და ვერც ციხის გარედან საქართველოში ვერავითარ არეულობას ვერ გამოიწვევს", - განაცხადა წულუკიანმა.