"პატრიოტთა ალიანსი" მზადაა თანამშრომლობისთვის და აფხაზეთის შემდგომი აღიარებისთვის, - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ე.წ. დეპუტატებთან შეხვედრაზე. ინფორმაციას, apsnypublic.ru ავრცელებს.
"მოლაპარაკებებისთვის მზადება მისი მოსკოვში ვიზიტის დროს დაიწყო და უფლებამოსილ პირად მრჩეველი ლაშა საქანია შეირჩა. "პატრიოტთა ალიანსი" მზადაა თანამშრომლობისთვის და აფხაზეთის შემდგომი აღიარებისთვის", - ამბობს ბჟანია და აღნიშნავს, რომ ე.წ საგარეო უწყებას დაევალა "სიტუაციასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა შეიმუშაოს და მეზობელ რესპუბლიკასთან ურთიერთობის აუცილებლობის შესახებ პოზიცია გამოხატოს".
ასლან ბჟანიამ ილორის ეკლესიისთვის ხატის გადაცემის ფაქტს ჰუმანიტარული მისია უწოდა და განაცხადა რომ მსგავსი ქმედება არავისთან შეთანხმებულა.
როგორც საოკუპაციო რეჟიმის მედია წერს ასლან ბჟანიას დაუსვეს კითხვა რის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება ურთიერთობის გადახედვასთან დაკავშირებით, რაზეც ბჟანიამ აღიარა, რომ შეცდომა იქნა დაშვებული.
საოკუპაციო რეჟიმის მედიის ინფორმაციით შეხვედრას 30 ე.წ დეპუტატი ესწრებოდა. შეხვედრის შემდეგ "არუაა"-ს წარმომადგენლები გამოვიდნენ მოწოდებით, რომ 18 აგვისტოს მოვლენები შეფასდეს, როგორც მიუღებელი.
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერების ვიზიტის გამო, დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას თანაშემწე თანამდებობიდან გადადგა. ლაშა საქანია მიზეზად აფხაზურ საზოგადოებაში შესაძლო მღელვარების თავიდან აცილებას ასახელებს.