"ნაციონალურმა მოძრაობამ" ისანში მაჟორიტარობის კანდიდატად ხატია დეკანოიძე წარადგინა. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა.
პარტიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა თავად ხატია დეკანოიძეც.
"ერთადერთი, რაც დღეს მინდა გითხრათ: თავს დავდებ ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად. მე არ მჭირდება არჩევნები ძალაუფლებისა და თანამდებობისთვის.
მე ვიბრძოლებ თქვენი კეთილდღეობის, უსაფრთხოებისა და უფლებებისთვის", - დაწერა ხატია დეკანოიძემ სოციალურ ქსელში.