ესპანეთის "ბარსელონას" და არგენტინის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა, სახელგანთქმულმა ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" დატოვება გადაწყვიტა.
როგორც იუწყებიან, მესი ისარგებლებს ხელშეკრულების იმ პუნქტით, რაც მას საშუალებას აძლევს შეთანხმება ცალმხრივად შეწყვიტოს, ყოველი სეზონის ბოლოს.
"ბარსელონას" დატოვების შესახებ ფეხბურთელმა უკვე აცნობა კლუბის ხელმძღვანელობამ.
მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა ფეხბურთელმა, ექვსი "ოქროს ბურთის" მფლობელმა მესიმ ბარსელონაში 20 წელი გაატარა.