ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალმა საერთაშორისო ჟიურის მიერ გამოცხადებულ საკონკურსო ნომინაციებში ცვლილებები შეიტანა. ქალის საუკეთესო როლის შემსრულებელისა და მამაკაცის საუკეთესო როლის შემსრულების ნაცვლად "ბერლინალეს" ჟიური უპირატესობას მიანიჭებს მთავარი და მეორე ხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის კონკრეტულ მსახიობებს.
"მიგვაჩნია, რომ სამსახიობო სფეროში გენდერული ნიშნით პრიზების გაუქმება, წარმოადგენს სიგნალს უფრო მეტი გენდერული მგრძნობიარობისთვს კინოინდუსტრიაში", - განმარტა ბერლინალეს დირექტორმა..
ამასთან, საპრიზო კატეგორიებიდან ამოღებულია ალფრედ ბაუერის "ვერცხლის დათვი". ამ კატეგორიის სიიდან ამოღებასთან დაკავშირებით, ალფრედ ბაუერის მკვლევარი შედეგებს გაზაფხულზე გამოაქვეყნებს.
კონკურსის საერთაშორისო ჟიური გადასცემს შემდეგ რვა პრიზს:
-
ოქროს დათვი - საუკეთესო ფილმისთვის (მიენიჭება ფილმის პროდიუსერებს)
-
ვერცხლის დათვი - ჟიურის დიდი პრიზი.
-
ვერცხლის დათვი - საუკეთესო რეჟისორისთვის
-
ვერცხლის დათვი - ჟიურის პრიზი
-
ვერცხლის დათვი - მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის.
-
ვერცხლის დათვი - მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის.
-
ვერცხლის დათვი - საუკეთესო სცენარისთვის
-
ვერცხლის დათვი - კინოინდუსტრიაში განსაკუთრებული მიღწევისთვის
შეგახსენებთ, რომ 2021 წელს ფესტივალი 11-21 თებერვალს გაიმართება, რომელზედაც დაცული იქნება უსაფრთხების პირობები, რაზედაც რეკომენდაციები მოგვიანებით გამოქვეყნდება.