პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი, რომელიც "სტრატეგია აღმაშენებლის" სახელით საბურთალოს ოლქში იყრის კენჭს, აცხადებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ის პოლიტიკოსია, რომელთან ერთადაც არ სურს მოიაზრებოდეს.
ეს განცხადება თაკო ჩარკვიანმა იმ ვერსიასთან დაკავშირებით გააკეთა, რომ ირაკლი ოქრუაშვილს, შესაძლოა, ისნის მაჟორიტარულ ოლქში გიორგი ვაშაძისთვის კონკურენტი დაეყენებინა.
"პირდაპირ, "გვეშინია", ვხუმრობთ ხოლმე ოფისში, იმ "ადიდასის" სპორტულების ნახევარ საქართველოს ეშინია. ჩაიცვამს ხოლმე და დააწვება ქართული პოლიტიკიდან, გაქრება. ეს ხომ ის ადამიანია?! სააკაშვილის საწინააღმდეგოდ სამი ჩვენება არსებობს ოქრუაშვილის. ასეთი ადამიანი რომ დავინახე, ყველა ჩემმა მეგობარმა რომლებიც დასავლეთის მომხრენი არიან და არ უნდათ "ოცნება," მითხრეს, რომ თაკო, იცი რა, ოქრუაშვილი სადაც ზის, იქ არ დაჯდე. და არ დავჯექი“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.