თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დადასტურებული COVID-19-ით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევიდან 1 სამედიცინო პერსონალია, 1-ის დაინფიცირების წყარო უცნობია.
მისივე თქმით, დანარჩენი 7 შემთხვევიდან 4 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 3 კი შემოტანილია.
"დღეს დაგვემატა 9 ახალი დადასტურებული შემთხვევა და ამჟამად არის 1394 დადასტურებული შემთხვევა. მათგან 4 არის კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან, 1 გახლავთ სამედიცინო პერსონალი, 3 გახლავთ შემოტანილი შემთხვევა, 1 შემთხვევაზე გრძელდება ეპიდკვლევა კონტაქტების მოძიების თვალსაზრისით, რომ დადგინდეს წყარო.
გამოჯანმრთელებულების რიცხვი მხოლოდ 4-ით გაიზარდა, იყო 1128 და გახლავთ 1132,"- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.