ოპოზიცია თბილისის დარჩენილი ორი ოლქის მაჟორიტარ კანდიდატებზე სრულად შეთანხმდა. საბურთალოს ოლქის მაჟორიტარი კანდიდატი- ირაკლი ოქრუაშვილი, ხოლო დიდუბე-ჩუღურეთში -ზურაბ ჯაფარიძე იქნება.
ახლა ოპოზიციურ პარტიებს თბილისის რვავე ოლქში ჰყავთ შეთანხმებული საერთო კანდიდატი, რომელთა სიაც ასე გამოიყურება:
ვაკე - ელენე ხოშტარია (ევროპული საქართველო);
გლდანი - ნიკა მელია (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა);
ისანი - გიორგი ვაშაძე (ახალი საქართველო);
სამგორი - ლევან ხაბეიშვილი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა);
მთაწმინდა და კრწანისი- შალვა შავგულიძე (თავისუფალი დემოკრატები);
ნაძალადევი - შალვა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია).