შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს.
სენატორის განცხადებით, შეერთებული შტატები არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ საქართველოს უკანონო ოკუპაციას.
"12 წლის წინ რუსეთმა საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე სამხედრო ინტერვენცია განახორციელა. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ისევ ოკუპირებულია. აშშ საქართველოს სუვერენიტეტსა და დემოკრატიისკენ სვლის მხარდაჭერას განაგრძობს და არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ საქართველოს უკანონო ოკუპაციას", - წერს რიში.