უფლებადამცველი, იურისტი, ლია მუხაშავრია, დღეს დავით ჭიჭინაძის პოლიტკურ პარტია „ტრიბუნას „ შეუერთდა.
ამ არჩევნებმა, ძალიან ბევრი რამ უნდა შეცვალოს ამ ქვეყანაში. პირველ რიგში კი, უნდა შეიქმნას ისეთი გარემო, რაც ადამიანებს მისცემს დარღვეული უფლებების აღდგენის შესაძლებლობას.
დაუშვებელია ქვეყანაში გამუდმებით ირღვეოდეს ადამიანების უფლებები და არ მოქმედებდეს იმ წესებისა და კანონების ერთობლიობა, რომელიც ამ დარღვეულ უფლებებს აღადგენდა, კანონს აღასრულებდა და სამართალს თავის სიმაღლეზე დააყენებდა.
მე ვფიქრობ, რომ "ტრიბუნას" სწორე ამ მხრივ აქვს ძალიან კონკრეტული მიმართულება და ძალიან კონკრეტული გეგმები პოლიტიკაში და ამ ნიადაგზე მოხდა ჩვენი გაერთიანება.
მითუმეტეს, რომ 30 წელია ვიბრძვი ადამიანების უფლებებისთვის და ძირითადად საქართველოს საზღვრებს გარეთ. საქართველოში კი, ჯერ „ნაციონალების“ ცხრა წლის და შემდეგ „ოცნების“ რვა წლიანი მმართველობის პირობებში, არცერთხელ არ მიეცათ ამ უფლებების აღდგენის შანსი. ამის გარეშე კი, არათუ მომავალი ვერ გვექნება წარმატებული, საერთოდ საუბარიც არ იქნება მომავალზე“, - აცხადებს ლია მუხაშავრია.a