უნგრეთის ოპოზიციური პარტიები ერთიანდებიან და პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის 2022 წლის საპარლამენტო არჩევნებში დასამარცხებლად ალიანსს შექმნიან.
ვიქტორ ორბანი და მისი პარტია Fidesz-ი, უნგრეთის ხელისუფლების სადავეებთან 2010 წლიდან იმყოფებიან.
გასული წლის შემოდგომაზე, ადგილობრვი არჩევნებში, ოპოზიციურმა პარტიებმა შეძლეს ორბანის პარტიის დამარცხება ქვეყნის მრავალ ოლქში, მათ შორის ბუდაპეშტში.
ბოლო გამოკითხვების თანახმად, აქტიური ამომრჩეველთა დაახლოებით ნახევარი უჭერს მხარს ორბანს, ხოლო ნახევარს სურს ოპოზიციის გამარჯვება.
"ოპოზიციურმა პარტიებმა მოუსმინეს თავიანთ ამომრჩევლებს და პარტიების თავმჯდომარეები დღეიდან დაიწყებენ ოფიციალურ კონსულტაციებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოსამზადებლად", - ნათქვამია ოპოზიციური პარტიების განცხადებებში.
პარტიების განცხადებით, ისინი დააყენებენ საერთო კანდიდატებს საარჩევნო ოლქებში, შექმნიან ერთიან საარჩევნო პროგრამას და გამარჯვების შემთხვევაში, კოალიციურად უხელმძღვანელებენ ქვეყანას.
ფოტო: Reuters