აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაური ასლან აბაშიძე 4 ნოემბერს ერთ-ერთ უკრაინულ საინფორმაციო და ანალიტიკურ ინტერნეტ-საიტზე VLASTI.NET გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. ინტერნეტ-საიტზე 4 ნოემბერს გამოქვეყნდა სტატია სათაურით `ჟვანიას აწამებდნენ და კლავდნენ სააკაშვილის თანდასწრებით".
ასლან აბაშიძის განცხადებით, ხუთ წელიწადზე მეტია, საინფორმაციო საშუალებებისთვის არავითარი ინტერვიუ არ მიუცია და გამოქვეყნებული მასალა, თითქოსდა ინტერვიუს შესახებ, რომელიც სტატიის ავტორმა აბაშიძეს მიაწერა, სიმართლეს არ შეესაბამება.
"არც პოლიტიკაში და არც ყოფით ურთიერთობებში, ჩემი ცხოვრების მანძილზე, არასდროს მიკადრია შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენება პირადი მტრების მიმართაც კი. ეს არ არის ჩემი სტილი. ჩემი ინტერესების სფეროში საკმარისია გადასაჭრელი საკითხები და ნამდვილად არ მრჩება დრო იმისათვის, რომ სომალელი მეკობრეების პრობლემებით დავკავდე, რასაც ასევე მომაწერენ ხსენებულ ინტერვიუში. უკრაინულ საინფორმაციო და ანალიტიკურ ინტერნეტ-გვერდს VLASTI.NET გულწრფელად ვუსურვებ წარმატებას და იმედი მაქვს, რომ მომავალში, პუბლიკაციის გამოქვეყნებამდე, მეტ ყურადღებას მიაქცევენ მიწოდებული მასალის სარწმუნოობის გადამოწმებას. მინდა ვირწმუნო, რომ ინტერნეტ-საიტის მფლობელები, როგორც თავად აცხადებენ თავიანთ ვებ-გვერდზე, ნამდვილად `მიუკერძოებელნი და იმავდროულად თანამშრომლობისთვის გახსნილები და მეგობრულები~ არიან, რაც იმედს მისახავს, რომ საიტის ხელმძღვანელობა დაწვრილებით გაერკვევა მომხდარში და სათანადო ზომებს მიიღებს", _ აცხადებს ასლან აბაშიძე.