დღეს, 06 აგვისტოს 75 წელი გავიდა იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში ატომური ბომბის ჩამოგდებიდან.
1945 წლის 6 აგვისტოს, დილის 08:15 საათზე აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავმა ჰიროსიმაში ჩამოაგდო ატომბური ბომბი, რომელმაც მიწასთან გაასწორა 350-ათასიანი ქალაქი.
სამი დღის შემდეგ, ატომური ბომბი ჩამოაგდეს ქალაქ ნაგასაკში, რომელსაც 75 ათასი ადამიანი შეეწირა.
ატომური დაბომბვიდან მალევე იაპონიამ კაპიტულაცია გამოაცხადა, რითაც დასრულდა მეორე მსოფლიო ომი.
ჰიროსიმასა და ნაგასაკის ატომური დაბომბვები კაცობრიობის ისტორიაში ბირთვული იარაღის სამხედრო გამოყენების ერთადერთ შემთხვევად რჩება. შეტევა განხორციელდა აშშ-ის შეიარაღებული ძალების მიერ მეორე მსოფლიო ომის დასკვნით ეტაპზე.