პოლიტიკური პლატფორმა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი და ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე ოპოზიციის ნაწილის მხრიდან მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკაზე პასუხის გაცემას არ აპირებს და ამბობს რომ ტალახის სროლას იგივე მეთოდით არ უპასუხებს, - ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ მსგავსი გარჩევებისადმი ინტერესი არც ამომრჩეველს აქვს.
"ხალხს აწუხებს შიმშილი და გაჭირვება და მთელი ჩემი კონცენტრაცია ჩემ გუნდთან ერთად არის იმაზე გადართული რომ დავდოთ ის პროექტები და ფორმულები, როგორ ვუშველით სიღარიბეს და გაჭირვებას და დავიწყებთ აღმშენებლობის პროცესს. ნულოვანია ინტერესი ამ აბსურდული საუბრების მიმართ. დამერწმუნეთ, ხალხი არის სხვაგან, მე მათთან ვარ, ყოველთვის ვესაუბრები და ჩვენ რაღაცა სხვაზე ვსაუბრობთ, როდესაც ვსაუბრობთ რომ უნდობლობაა პოლიტიკოსების მიმართ იმიტომ რომ არასდროს არაა კამათი და მსჯელობა, რა არის გასაკეთებელი", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.