ბერლინის ქუჩებში ათასობით ადამიანი შეიკრიბა მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად, რომელიც კორონავირუსის გავრცელების შეკავების მიზნით შემოიღეს.
როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, საპროტესტო აქციის მონაწილეები არ ატარებდნენ პირბადეებს და არც სოციალურ დისტანციას იცავდნენ.
პოლიციის განცხადებით, აქციაზე17 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა.
საპროტესტო აქცია გაიმართა მოწოდებით "პანდემიის დასასრული - თავისუფლების დღე. ზოგიერთი მონაწილე აცხადებდა, რომ "ყველაზე დიდი შეთქმულების თეორია, სწორედ პანდემიაა".
მედია იუწყება, საპროტესტო აქციის ზოგიერთი მონაწილე ულტრამემარჯვენეთა დროშებსა და სიმბოლოებს ატარებდა.
ფოტო: AFP