ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი გიორგი ვაშაძის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდება, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
"მიშას პარტიას და მის გარშემო გაერთიანებას ვემიჯნებით, საკუთარ პრემიერს ვასახლებთ, მაგრამ ისე, ცხადია, მიშა უნდა იყოს პრემიერი, მაგისთვის ვიბრძვით, თან მარტო ჩვენო.
მიშას ჩინურ ვერსიას რომ აწვება მივხვდით, მაგრამ მაინც ვერ გავიგე ამ კაცს რა უნდა, პრემიერობა თუ მიშას ჩამოსვლამდე დროებითი მმარველობა. ამ გრანდიოზულ დაპირებებს ვინ შეასრულებს? მიშას ჩამოსვლამდე მოასწრებს? მოკლედ, ამდენი სისულელე, ერთად, დიდი ხანია არ მსმენია", - წერს სამადაშვილი Facebook-ზე.
გიორგი ვაშაძემ გუშინ წინასაარჩევნო კამპანიის გახსნისას განაცხადა, რომ ის საქართველოს პრემიერ-მინისტრობას აპირებს და დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევს.