ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა სასამართლოს მიერ გიორგი რურუასთვის საპატიმრო სასჯელის გამოტანას ეხმიანება და საქართველოს პრეზიდენტს მისი შეწყალებისკენ მოუწოდებს.
"საქართველოს ბევრი მეგობარი პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნევს მედიის მფლობელი გიორგი რურუას ჯერ დაკავებას, ახლა კი მისთვის პატიმრობის მისჯას. მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს მისი უფლებამოსილება, როგორც ეს გააკეთა იმ დანარჩენ პირებთან მიმართებაში, რომლებიც იყვნენ 8 მარტის შეთანხმების ნაწილი. ეს წინასაარჩევნო კლიმატს გააუმჯობესებდა", - წერს ანა ფოტიგა მიკრობლოგ "ტვიტერზე".
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი არხის მეწილე გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.