საარჩევნო სიაზე მუშაობა, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ქართული ოცნების“ მიერ უკვე გამოვლენილი მამაცი პოლიტიკური ნებით, ეს სია გენდერულად დაბალანსებული იქნება - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში ბევრ ქალს ვიხილავთ.
„ბევრ ქალს ვიხილავთ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში. რაც შეეხება ჩემ კანდიდატურას, რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკურ პროცესში ვარ და ვიქნები „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის გვერდით და მათთან ერთად. ჩემი მათთან ერთად და ჩვენი ყველას ერთად ყოფნის გამოხატულება იქნება თუ არა ჩემი პროპორციულ სიაში ყოფნა, ამაზე პასუხი არ მაქვს ჯერ, რომ მქონდეს, აუცილებლად გაგიზიარებდით“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.