შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, მასსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შორის შემდგარ სატელეფონო საუბარს მიკრობლოგ "ტვიტერზე" ეხმიანება".
მაიკ პომეოს თქმით, გიორგი გახარიას თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების მნიშვნელობაზე ესაუბრა.
"დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას საქართველოში ოქტომბერში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე ვესაუბრე. ჩვენ ყოველთვის დავუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ", - დაწერა მაიკ პომპეომ.