შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს, რობერტ ობრაიენს კორონავირუსი დაუდგინდა.
თავდაპირველად ინფორმაცია გამოცემა Bloomberg-მა გაავრცელა, რომელიც მოგვიანებით თეთრმა სახლმა დაადასტურა.
გავრცელებული ინფორმაციით, რობერტ ობრაიენი, რომელიც კორონავირუსით ოჯახურ წვეულებაზე დაინფიცირდა, დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
რობერტ ობრაიენი უმაღლესი თანამდებობის პირია ტრამპის ადმინისტრაციაში, რომელსაც კოვიდ-19 დაუდასტურდა.
ინფორმაცია არ ვრცელდება, ჰქონდა თუ არა უახლოეს დღეებში ობრაინენს პრეზიდენტ ტრამპთან პირდაპირი კომუნიკაცია.