გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი აცხადებს, რომ გერმანია რუსეთის დიდ შვიდეულში დაბრუნების წინააღმდეგია, ვიდრე უკრაინის საკითხი არ მოგვარდება.
გამოცემა Rheinische Post- თან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ რუსეთის დიდი რვიანიდან გარიცხვის მიზეზი "ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაში ინტერვენცია" გახდა.
"სანამ ეს საკითხები არ მოგვარდება, რუსეთის დიდ შვიდეულში დაბრუნების შანსებს ვერ ვხედავ"“, - განაცხადა მაასმა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან ურთიერთობებში მუდმივად წარმოიშვება სირთულეები, სირიის, ლიბიისა და უკრაინის კონფლიქტების მოგვარება მხოლოდ რუსეთთან ერთად არის შესაძლებელი.
ჰაიკო მაასის განცხადებით, დიდი შვიდეულის გაფართოების საჭიროებას ვერ ხედავს, როგორც ამას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ისურვებდა.
"დიდ შვიდეულს და დიდ ოცეულს გონივრულად კოორდინირებული ფორმატები აქვთ, ჩვენ არ გვჭირდება დიდი 11 ან დიდი 12", - დასძინა მან.
შეგახსენებთ, ტრამპმა გამოთქვა სურვილი დიდი შვიდეულის გაფართოებისა და კლუბში რუსეთის, ინდოეთის, ავსტრალიისა და სამხრეთ კორეის მოწვევის შესახებ.
ფოტო: EPA