"ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი" აქტიურად ერთვება 2020 წლის საარჩევნო მარათონში. პარტიამ დაასრულა რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები და ასევე წარდგენილი აქვს განცხადება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
პარტია 1-ელ აგვისტოს წარადგენს საარჩევნო პროგრამას, რომელიც იქნება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის
ხელშესახებ გაუმჯებესებასა და ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების დაჩქარებაზე ორიენტირებული.
"ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი" 30-ე სამაჟორიტარო ოლქში აპირებს კანდიდატის დასახელებას. 10 აგვისტოს პარტია წარადგენს თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატებს, ხოლო 20-30 აგვისტოს პერიოდში კანდიდატებს, რომლებიც იბრძოლებენ სხვადასხვა რეგიონის მაჟორიტარული მანდატებისათვის.
პარალელურად, პარტია ეტაპობრივად გახსნის ოფისებს რეგიონებში.
"ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის" მიზანია უფრო მეტი შინაარსი და ხალხის ინტერესების ამსახვილი მსჯელობა დაამკვიდროს ქართულ პოლიტიკაში, შემოიკრიბოს საზოგადოებრივი ნდობითა და პროფესიონალიზმით გამორჩეული თანამოაზრეები და ახალი პოლიტიკური ესთეტიკა შემოიტანოს ქვეყნის პოლიტიკურ დისკურსში", - აცხადებენ პარტიაში.