2021 წლის დასაწყისში ვაქცინა შეერთებულ შტატებში ფართოდ იქნება ხელმისაწვდომი, - განაცხადა აშშ-ის მთავარმა ეპიდემიოლოგმა, აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ.
მისი თქმით, შესაძლოა ზოგიერთმა კომპანიამ ვაქცინის შექმნა წლის ბოლომდეც მოახერხოს.
"2021 წლის დასაწყისში ვაქცინა შეერთებულ შტატებში ფართოდ იქნება ხელმისაწვდომი. შესაძლოა ზოგიერთმა კომპანიამ ვაქცინის შექმნა წლის ბოლომდეც მოახერხოს, თუმცა დისტრიბუციასა და წარმოებას დრო სჭირდება. სავარაუდოა, რომ მომავალი წლის დასაწყისში ვაქცინის ათობით მილიონი დოზა გვექნება”, - ამბობს ფაუჩი.
მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ვაქცინა წლის ბოლომდე ან 2021 წლის დასაწყისისთვის შესაძლოა იყოს მზად.
"მიმდინარეობს რამდენიმე ვაქცინაზე მუშაობა. ეს სამუშაოები მოსალოდნელია, რომ შედეგიანად დასრულდება. თუმცა ძნელია ზუსტად იმის თქმა თუ ეს როდის მოხდება. თუმცა არსებობს პოზიტიური მოლოდინი, რომ ეს წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში იყოს", - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.