თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებას კიდევ ერთი მუხლი, თვითმკვლელობამდე მიყვანაც დაემატა. ამის შესახებ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნეს.
დაზარალებულის უფლებამონაცველდ ცნობა ოჯახსა და ადვოკატს შესაძლებობას მისცეს სრული წვდომა ჰქონდეთ საქმის მასალებთან.
თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით დაიწყო.
თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან მანქანით გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. მისი კვალი თეთრიწყაროს ერთერთ სოფელში წყდებოდა, სადაც ბოლოს სოფლის მცხოვრებლებმა ნახეს.
ის სამართალდამცველებმა 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
21 ივლისს ბაჩალიაშვილის ოჯახმა საპროტესტო აქცია გამართა და პოლიციას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოსთხოვა. სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენი 22 ივლისს ჩაერთო.