ფონიჭალაში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. გოგონას ცხედარს თეთრიწყაროში, ტყეში, საკუთარ მანქანაში მიაგნეს.
თამარ ბაჩალიაშვილი 5 დღის წინ, დილის 11 საათზე სახლიდან მანქანით გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. მისი კვალი თეთრიწყაროს ერთერთ სოფელში წყდებოდა, სადაც ბოლოს სოფლის მცხოვრებლებმა ნახეს.
ის სამართალდამცველებმა 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ბაჩალიაშვილის ცხედარა არა სამართალდამცავებმა, არამედ მწყემსმა აღმოაჩინა.
კიდევ ერთი დაუდასტურებელი ვერსიით, შესაძლოა ავტომანქანა, მისი აღმოჩენის ადგილზე, დღეს მიიყვანეს.
21 ივლისს ბაჩალიაშვილის ოჯახმა საპროტესტო აქცია გამართა და პოლიციას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოსთხოვა. სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენი 22 ივლისს ჩაერთო.