NL International-ის ფუნქციური საკვები "Energy Diet Smart" წარმოადგენს ჩანთით სატარებელ, მარტივ, ვიტამინებით გაჯერებულ, ბოლოგიურად სუფთა, დაბალი კალორიულობთ გამორჩეულ გასხდომ პროდუქტს, რომლის მიღების შემდეგაც ქრება შიმშილის გრძნობა, ბალანსდება ნივთიერებათა ცვლა და კლების პროცესი მიმდინარეობს სტრესის გარეშე, კომფორტულად. არაერთი კვლევის საფუძველზე, ენერჯი დიეტა მსოფლიოს წამყვანი კლინიკების დიეტოლოგების, ენდოკრინოგებისა და მეცნიერების მიერაა რეკომენდირებული.
ჭკვიან კოქტეილებში თავმოყრილია მინერალი, რომელიც ორგანიზმს სწორი ფუნქციონირებისათვის, სიჯანსაღისა და ენერგიისათვის სჭირდება.
NL International-მა, სამეცნიერო ინსტიტუტის ბაზაზე, პროფესიონალი დიეტოლოგების მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ, 25-დან 45 წლამდე ასაკის, 40 პაციენტზე ჩატარებული კვლევების საფუძველზე გამოავლინა, რომ ფუნქციური საკვები "Energy Diet Smart" პაციენტებზე დადებითად მოქმედებს, თუმცა, ეფექტურობისთვის, აუცილებელია დანიშნულების სწორად მიღება და კვებისა და წყლის ბალანსის დაცვა.
დიეტის დაწყებამდე მსურველს მტკიცედ უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილი წონის დაკლება, რაც გულისხმობს ზედმეტი კალორიებით გაჯერებული არაჯანსაღი საკვების ვიტამინებითა და წყლით ჩანაცვლებას.
ენერჯი დიეტის დროს უმჯობესია, თუ საკვები რაციონი გაჯერებული იქნება ცილებითა და ნახშირწყლებით. კვირაში 1-2-ჯერ რეკომენდირებულია მოხარშული კარტოფილი და მაკარონი, თევზი, კვერცხი, ბურღულეური, მწვანილი, უცხიმო ხაჭო და იოგურტი.
ჯანსაღი ცხოვრების წესისათვის, მნიშვნელოვანია დღისა და ღამის რეჟიმის დაცვა, 7-8 საათი ძილი (23:00-07:00) და დაძინებამდე მინიმუმ 3 საათით ადრე ვახშმობა. დღეში უნდა მიიღოთ 2 ლიტრამდე წყალი, საკვები სასურველია დღეში 4-5-ჯერ მსუბუქად დასანაყრებლად.
ასევე, "Energy Diet Smart"-ის დროს აუცილებელია თუნდაც მცირედი ფიზიკური აქტივობა (მინიმუმ 10-15 წუთი), რათა ორგანიზმი იყოს ტონუსში. დიეტის დროს ასევე ძალიან კარგია სხეულისა და გონების განტვირთვისათვის როგორც იოგა, ასევე მოსადუნებელი აბაზანები, არტ-თერაპია და ა.შ.
NL International-ის საკვები დანამატებისა და მსგავსი რეჟიმით 90 დღიანი ცხოვრების შემდეგ, კვლევაში მონაწილე პაციენტებს ჰქონდათ დანაყრებულობის შეგრძნება, შემცირდა საკვების ჭარბად მიღების მოთხოვნილება, შენარჩუნდა ფიზიკური აქტივობა, დასტაბულურდა ფსიქო-ემოციური მდგომარეობა და რაც ყველაზე მთავარია - ზედმეტი კილოგრამებისაგან გათავისუფლება სტრესის გარეშე მოხერხდა.