საქართველოში COVID-19-ით მე-16 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დაადასტურა.
მისი თქმით, პაციენტი 70 წელს გადაცილებული მამაკაცია. ის მცხეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა.
როგორც იუწყებიან, მას თანმდევი ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა.