საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" სახელით ნაძალადევის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს. ინფორმაციას ტელეკომპანია "ფორმულა" ავრცელებს.
თეა წულუკიანი ოპოზიციის ერთიან კანდიდატს, ლეიბორისტული პარტიის ლიდერს, შალვა ნათელაშვილს დაუპირისპირდება.
ტელეკომპანია "ფორმულას" ინფორმაციით, თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში "ქართული ოცნება" შემდეგ კანდიდატებს წარადგენს:
გლდანი - გლდანის მოქმედი მაჟორიტარი და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი;
სამგორი - -პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, სოზარ სუბარი;
ისანი - მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი, ყოფილი მორაგბე, ირაკლი აბუსელიძე;
საბურთალო - ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით სერგეენკო;
მთაწმინდა - კრწანისი - დეპუტატი ბექა ოდიშარია.
"ქართული ოცნება" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ხვალ, 20 ივლისს წარადგენს. როგორც ცნობილია, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სია უკვე დაამტკიცა .