საფრანგეთში, ქალაქ ნანტის XV საუკუნის პეტრე-პავლეს კათედრალს ცეცხლი გაუჩნდა. ადილობრივი მედიის ინფორმაცით, ძლიერი ხანძრის ჩასაქრობად ათეულობით მეხანძრე-მაშველი მუშაობს.
ატლანტის ლუარის დეპარტამენტის [მხარე, სადაც ნანტი მდებარეობს] სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ხანძარმა მთლიანად გაანადგურა ორღანი.
ძლიერი ხანძარი კათედრალში დღეს დილით, გამთენიისას გაჩნდა.
გოთიკური სტილის კათედრალში ხანძარი 1972 წელსაც გაჩნდა, რამაც მისი სახურავი ძლიერ დააზიანა. რესტავრაციას 3 წელი დასჭირდა.
კათედრალი 1434 - 1891 წლებში აშენდა.
ამ დროითვის ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.
ფოტო: Reuters