ცრუ, ან დამახინჯებულ ახალი ამბების მიღმა ასევე, არის რეალური ამბებიც, რომლებიც მიზნად ისახავს ურთიერთობების შეფერხებას. ყველამ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობა უკრაინასთან. ამ ქვეყანასთან ვიზიარებთ საერთო წარსულსა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. აცხადებს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დისკუსიაზე, რომელიც პანდემიის პერიოდში საქართველოს გამოცდილებას შეეხებოდა.
მისი განცხადებით, ამ პარტნიორობის დასუსტების ნებისმიერი მცდელობა, ამ მნიშვნელოვან პერიოდში, როდესაც ევროკავშირი თავისი მომავლის ფორმირების პროცესის ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ასოცირებული წევრების ადგილისა და მათი მომავლის გადახედვას გეგმავს, მხოლოდ დაასუსტებს ჩვენს ორ ქვეყანასა და საქართველო-უკრაინის გავლენას ამ გადამწყვეტ განხილვაში
"საქართველოს მთავრობის მიმართ პროვოკაციული ტონი, რომელიც ასევე შეიცავს ხელისუფლების არალეგიტიმურად დახასიათებას და მომდინარეობს უცხო ქვეყნის სამსახურში მყოფი, უცხო ქვეყნის მოქალაქისგან, უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე.
მინდა თქვენ და თქვენი საშუალებით თქვენს ხელისუფლებებს მოგმართოთ, მოახდინოთ ზომიერი და საგულისხმო გავლენა, წაახალისოთ გარკვეული რაციონალურობა, რათა საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობა ორივე სახელმწიფოს საერთო ინტერესების გათვალისწინებით წარიმართოს.
პირადად მე მზად ვარ, შესაძლებლობისთანავე განვახორციელო დიდწილად კოვიდის მიზეზითა და შესაძლოა, არა მხოლოდ ამის გამო გადადებული ვიზიტი, შევეცადო ჩვენი ურთიერთობებისა და ჩვენს შორის არსებული ტრდიციული მეგობრობის განახლებას.
ასეთი ურთიერთობა აუცილებელია ევროკავშირსა და ნატოში ჩვენი საერთო გზისა და ასევე, შავი ზღვის პროექტების განახლებული მნიშვნელობის ფონზე, რომელიც დამოკიდებულია საქართველოს, უკრაინის, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის თანამშრომლობაზე", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.