10-12 ივლისს საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი მესტიას ეწვია. ინფორმაცია ამერიკის საელჩოს ფეისბუკგვერდზე გავრცელდა
"ელჩის ერთ-ერთი გამორჩეული ვიზიტი სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში იყო. აქ ელჩი გაეცნო მუზეუმის შთამბეჭდავ კოლექციას, რომლის შენარჩუნება და დაცვა აშშ-ის მთავრობამ 2009 წელს დააფინანსა.
ელჩმა ისიამოვნა ზურულდზე საბაგიროთი ასვლით, სადაც კავკასიონის მთების ულამაზესი ხედები დახვდა.
მოგზაურობისას ელჩს შესაძლებლობა მიეცა, შეხვედროდა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანს, რომელიც საქართველოში ერთადერთი ქალი გუბერნატორის მოადგილეა", - იუწყებიან განცხადებაში.