საფეხბურთო კლუბ თბილისის "საბურთალომ" გიორგი შაქარაშვილის გარეშე პირველი მატჩი ჩაატარა. ამის შესახებ ინფორმაციას გუნდი საკუთარ სოციალურ ქსელში ავრცელებს.
თბილისური გუნდის ფეხბურთელები მოედანზე გავიდნენ მაისურებით, რომელზეც გიორგი შაქარაშვილის ფოტო იყო გამოსახული.
"საბურთალო 2“-მა ამხანაგურ შეხვედრა "სპაერთან" გამართა და 2:0 დაამარცხა. ყველა გოლი და გამარჯვება ფეხბურთელებმა გარდაცვლილი მეგობრის ხსოვნას მიუძღვნეს, მეოდანზე კი "შაქარ" ისმოდა!
"ჩვენმა გუნდმა ამხანაგურ შეხვედრაში "სპაერი" 2:0 დაამარცხა! ყველა გოლი და გამარჯვება შენ გეძღვნება შაქარ!" - აღნიშნავენ კლუბის წევრები.
გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი კლუბ "საბურთალოში" ბოლო წლების განმავლობაში თამაშობდა.