ევროკავშირი სამწუხაროს უწოდებს აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების გადაწყვეტილებას. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ჟოზეპ ბორელი აცხადებს.
"აიას სოფიას ღრმა ისტორიული და უნივერსალური ღირებულება გააჩნია. თურქეთს კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის, ასევე ინტელექტუალური და კულტურული ღიაობის ძალიან კარგი ტრადიცია აქვს დამკვიდრებული.
თურქეთის სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება თანამედროვე თურქეთის ისტორიაში მეტად მნიშვნელოვანი დეკრეტის [აია სოფიას მუზეუმის სტატუსის მინიჭებაზე] გაუქმების შესახებ და პრეზიდენტ ერდოღანის განკარგულება აია სოფიას მეჩეთად გადაკეთებაზე, სამწუხაროა.
თურქეთი ვალდებულია ხელი შეუწყოს რელიგიათაშორის და კულტურათაშორის დიალოგს, რათა გააძლიეროს ტოლერანტობა და თანაარსებობა", - ნათქვამია განცხადებაში.