თორნიკე შენგელია მოსკოვის CSKA-ს კალათბურთელია. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა რუსულ კლუბთან 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
თორნიკე შენგელიამ ექსკლუზიურ ინტერვიუ "რუსთავი 2"-ს მისცა, რომელსაც მაყურებელი ხვალ დილის ეთერში იხილავს. თუმცა, ცნობილი ხდება, ინტერვიუს ფრაგმენტი.
"კონტრაქტი არის სამწლიანი. ყოველ ზაფხულს მექნება იმის საშუალება, რომ გადავიდე ამერიკის რომელიმე გუნდში თუ იქნება დაინტერესება. თავი სამართლებელი მართლა არავის აქვს, იქ მივდივარ კალათბურთის სათამაშოდ. ჩემი გარემოება არ განსაზღვრავს ვინ ვარ მე. მე ვარ თორნიკე შენგელია, საქართველოს სულის მატარებელი ესპანეთშიც, ამერიკაშიც, რუსეთშიც, სადაც არ უნდა ვიყო. ამ გადაწყვეტილების მიღებით არც ერთი წამით არ შეცვლილა ჩემი დამოკიდებულება ჩემი ხალხის მიმართ, ჩემი სამშობლოს მიმართ და იმედია, რომ არც ხალხის დამოკიდებულება შეიცვლება ჩემს მიმართ," - განაცხადა თორნიკე შენგელიამ.
ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თორნიკე შენგელიამ მოსკოვურ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.