ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ მისმა ქვეყანამ კორონავირუსთან გამკლავებაში "ბრწყინვალე წარმატებას" მიაღწია. ამის შესახებ BBC-ი ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით იუწყება.
პოლიტბიუროს სხდომაზე სიტყვით გამოსვლილსას, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ქვეყანამ შეძლო ვირუსის შემოჭრის პრევენცია და შეინარჩუნა სტაბილური ვითარება.
ჩრდილოეთ კორეამ საზღვრები 6 თვის წინ ჩაკეტა და ათასობით ადამიანი იზოლაციაში მოაქცია.
კიმ ჩენ ინი ირწმუნება, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა, რაც ჯანდაცვის ექსპერტების მოსაზრებით ნაკლებად სავარაუდოა, სიმართლე იყოს.
მისივე განცხადებით, კორონავირუსთან წარმატებით გამკლავება პარტიის ცენტრალური კომიტეტის შორსმჭვრეტელობის დამსახურებაა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის ჩრდილოეთ კორეაშ სკოლები გახსნილია, თუმცა საჯარო თავყრილობები კვლავ იკრძალება. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარება სავალდებულოა.
მათივე ინფორმაციით, ჩრდილოთ კორეაში კორონავირუსის ტესტი სულ 922 ადამიანს ჩაუტარდა. ვირუსი არცერთს დაუდასტურდა.
ფოტო: Getty Images