ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ჟოზეპ ბორელი საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას ეხმიანება.
"საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება არის მეტად მნიშვნელოვანი მომენტი ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმისა განვითარებისთვის, მით უფრო მოსალოდნელი არჩევნების გათვალისწინებით. გილოცავთ ყველას! ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს გვერდში დგომას არჩევნების მომზადებისას", - დაწერა ბორელმა მიკრობლოგ "ტვიტერზე".
საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ რიგგარეშე სესიის 29 ივნისის პლენარული სხდომაზე 117 ხმით, საბოლოო - მესამე მოსმენით მიიღო.
კონსტიტუციური კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 120 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 30 პარლამენტის წევრისაგან.
გარდა ამისა კონსტიტუციური კანონის პროექტით რეგულირდება პარლამენტის წევრთა მანდატების განაწილებასთან, საარჩევნო ბარიერთან და ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებთან დაკავშირებული საკითხები.