საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 919-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 919 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 780 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 14.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2687 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 260.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -3.