115 ხმით 3-ის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.
კენჭისყრამდე რეგისტრაცია 119-მა დეპუტატმა გაიარა.
განხილვა საკანონმდებლო ორგანოში დაახლოებით 2 საათი გრძელდებოდა. პროცესს არ დასწრებია "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო".