ბიშკეკის რაიონულმა სასამარლომ 11 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს ალმაზბეკ ატამბაევს.
სასამართლომ ასევე ატამბაევის ქონების კონფისკაციის გადაწყვეტილება მიიღო.
ალმაზბეკ ატამბაევი კორუფციაშია ბრალდებული. პროკურატურა 15-წლიან პატიმრობას ითხოვდა.
კრიმინალური "ავტორიტეტის" აზიზ ბატუკაევის უკანონო განთავისუფლების საქმეში, ყირგიზეთის 19 ყოფილი ოფიციალური პირია ეჭვმიტანილი.