ბოლო ერთ დღეში მსოფლიოში კორონავირუსის 183 000 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განცხადებით, ვირუსის გავრცელების დღიდან, Covid-19-მა 465 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.
ამავე ბრიფინგზე ისაუბრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ რაიანმა, რომლის განცხადებით, ინფიცირების ასეთი მკვეთრი მატება, მხოლოდ ტესტირების რაოდენობის ზრდას არ უნდა უკავშირდებოდეს.
კორონავირუსის ეპიდემიოლოგიური ვითარება განსაკუთრებით მწვავეა სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში, მეტწილად ბრაზილიასა და პერუში, სადაც ყოველდღიურად ინფიცირების რეკორდული რაოდენობა ფიქსირდება.
რამდენიმე დღის წინ, ბრაზილიაში ვირუსით ინფიცირების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა.