დღეს, პლანეტის მოსახლეობის ნაწილი არც თუ ისე ხშირი მოვლენის, მზის წრიული, სხვაგვარად რგოლისებრი დაბნელების მომსწრე გახდა.
მზის წრიული დაბნელების ხილვა დასავლეთ აფრიკის ნაწილიდან, არაბეთის ნახევარკუნძულიდან, სამხრე აზიიდან, სამხრეთ ჩინეთიდან და ტაივანიდან იყო შესაძლებელი. დედამიწის სხვა ტერიტორეიებიდან მზის მხოლოდ ნაწილობრივი დაბნელების ხილვა იყო შესაძლებელი.
მზის ამგვარ დაბნელება რგოლისებურს იმიტომ უწოდებენ, რომ იგი სრულად არ ბნელდება, არამედ რგოლისებურად, ჩანს რა მხოლოდ მისი კიდეები.