ბოკერიას თითის ქნევის გამო დაგვემართა უბედურება და ავირჩიეთ ოლიგარქი ივანიშვილი , - განაცხადა პოლიტიკური მოძრაობა „კანონი და სამართალის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
მისი თქმით, ივანიშვილს ბოკერია ყურებით ჰყავს დათრეული და ახლა ბოკერიას განზრახული აქვს, "ძალა ერთობაშიას" წინააღმდეგ ახალი ოპოზიციური გაერთიანება შექმნას.
“წეღან თითი დაგვიქნია, ტელევიზიის ეთერში იჯდა. თეთრი ხელთათმანებითო არ შეიძლება საუბარიო, აიო, კვოტებს ინაწილებენო და ახლაო, ესე ვპასუხობო და მერე სხვანაირადაც ვუპასუხებო. სხვანაირად როგორ მიპასუხებს პირადად მე ბოკერია? როგორ უნდა მიპასუხოს აბა სხვანაირად და თითი დაგვიქნიოს? ეს ის ბოკერიაა, რომლის თითის ქნევის გამო, მუდმივად რომ მისი თითი ჩანდა ეკრანზე და ციხის ბუნტი რომ უკავშირდება და მისმა თანაგუნდელმა ელენე თევდორაძემ ჩვენება რომ მისცა ციხის ბუნტის დროს ბრძანებას გასცემდა გიგა ბოკერიაო, აი, მისი თითის გამო დაგვემართა უბედურება და ავირჩიეთ ოლიგარქი ივანიშვილი“, - თქვა ჩარკვიანმა.