სამყარო ახალ და სახიფათო ეტაპზეა. ვირუსი სწრაფად ვრცელდება და ის კვლავ მომაკვდინებელია. აცხადებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსი.
მისი თქმი, პანდემია კიდევ უფრო აჩქარდა, რაც გამოიხატება იმაში, რომ ბოლო 24 საათში, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 150 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა.
"სამყარო ახალ და მეტად სახიფათო ეტაპზეა. ბევრ ადამიანს უკვე აღარ სურს სახლში ყოფნა. ქვეყნებიც მოწადინებულნი არიან გახსნან ეკონომიკა, მაგრამ ვირუსი კვლავ სწრაფად ვრცელდება, ის მაინც მომაკვდინებელია და მრავალი ადამიანი კვლავაც მოწყვლადია ვირუსის მიმართ", - თქვა ღებრეიესუსმა.