მამალი, რომელსაც გასულ წელს საფრანგეთის სასამართლომ ადრიანად ყივილის ნება დართო, მოკვდა. იტყობინება ფრანგული რადიოსადგური.
ფრანგულ მამალს, სახელად მორისს მეზობლები დილით ადრე ყივილის გამო უჩიოდნენ. საქმე სასამართლომდეც მივიდა, რომელიც მორისის სასარგებლოდ დასრულდა.
მამლის მეპატრონე, კორინე ფესოს აცხადებდა, რომ ეს დიდებული გამარჯვება იყო.
"ეს დიდებული გამარჯვება ყველასია, მათი ვინც ჩემს მდგომარეობაშია. ვფიქრობ ეს იქნება პრეცედენტი, რათა მომავალში მსგავსი შემთხვევები აღარ მოხდეს“,- აღნიშნა ფესომ სასამართლოს დასასრულს AFP-სთან საუბარში.
ფესოს ადვოკატის განცხადებით, მოსარჩელე მხარე მამალს და მის მეპატრონეს მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 1000 ევროს გადაუხდის.
აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტის შემდეგ, საფრანგეთში, ერთ-ერთი ქალაქის მერი სასოფლო სამეურნეო საქმიანობის, მათ შორის ძროხების ზმუილის და ყელზე შებმული ზარების ხმის, საფრანგეთის კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეყვანის ინიციატივით გამოვიდა. მერის განცხადებით, ეს ცვლილება მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენციას მოხდეს.