„ლეიბორისტების” ოფისში შეკრებილ ოპოზიციას გამოვეთიშე, რადგან 98% დისკომფორტს მიქმნიდა - მათთვის პოლიტიკა საშოვარია , - ამის შესახებ “საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.
მისი თქმით, იმ შეხვედრაზე იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ითვლიდნენ თუ რა რაოდენობის დაფინანსებას მიიღებდნენ ბიუჯეტიდან.
„იქ მყოფი ადამიანების 98% დისკომფორტს მიქმნიდა. “ნაციონალური მოძრაობით” დაწყებული და ძალიან ბევრი პარტიით დამთავრებული. ვისთვისაც პოლიტიკა საშოვარია. იქ იყვნენ პასტით და ფურცლით რომ იყვნენ, რათა თავისი ხეირი დაეთვალათ, ბიუჯეტიდან რამდენს მოციცქნიან დაფინანსებას. ორ-ორი პარტიით რომ არიან დარეგისტრირებულები და რომ ჭამენ და ხრავენ საქართველოს ფულს.იმ აჯაფსანდალში ერთადერთი რამის გამო, პროპორციული არჩევნების მოთხოვნა იყო სახელმწიფოებრივი ამოცანა”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.