შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 60 მლნ დოლარის სამხედრო აღჭურვილობა, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, ჯაველინები გადასცა. ამის შესახებ კიევში შეერთებული შტატების საელჩო იტყობინება.
მანამდე შეერთებულ შტატებში უკრაინის ელჩი ვლადიმერ ელჩენკო აცხადებდა, რომ კიევი სამხედრო აღჭურვილობის მსხვილი პარტიის შესაძენად ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა.
"შეერთებული შტატებისა და უკრაინის თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში კოვიდ-19-ის პირობებშიც გრძელდება. გუშინ, შტატების საელჩოს სამხედრო თანამშრომლობის ოფისმა მიიღო ტექნიკა, რომლის ღირებულება 60 მილიონ დოლარს აღემატება", - ნათქვამია განცხადებაში.