დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ დექსამეტაზონი COVID-19-ის სამკურნალოდ დაამტკიცა. ხელისუფლების განცხადებით, დექსამეტაზონი კორონავირუსისგან განსაკურნად მსოფლიოში პირველი წამალია.
ხელისუფლებამ დღეიდან ავტორიზება მოახდინა ჯანდაცვის ნაციონალური სამსახურის მიერ კორონავირუსის საწინააღმდეგო მსოფლიოში პირველი წამლის გამოყენებაზე, რომელსაც დამტკიცებულად შეუძლია დასწიოს გარდაცვალების რისკი... მთავრობის მიერ დაფინანსებულმა ამ წამლის გამოცდამ, ცხადყო, რომ ის არსებითად ამცირებს გარდაცვალების რისკს პაციენტებში, რომლებსაც სჭირდებათ ჟანგბადით მკურნალობა. ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რათა წამალი ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის ჯანდაცვის ნაციონალური სამსახურის დაწესებულებებში დიდი ბრიტანეთის მთელ ტერიტორიაზე", - ნათქვამია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში, რომლსაც მედია ავრცელებს.
ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი დექსამეტაზონი 60 წელზე მეტია, რაც ფართოდ არის ცნობილი. ოქსფორდში ჩატარებული კვლევების თანახმად, ის 35 პროცენტით ამცირებს გარდაცვალების რისკს პაციენტებში, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე, ხოლო 20 პროცენტით - პაციენტებში, რომლებიც გადიან ჟანგბადით მკურნალობას. გამოცდის დროს პრეპარატი მიიღო 2 104-მა პაციენტმა 10 დღის განმავლობაში, დღეში 6 მგ-ის რაოდენობით.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა დღეს კვლევის შედეგებს "ამ მომენტისთვის უდიდესი გარღვევა" უწოდა კორონავირუსთან ბრძოლაში.
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, არსებული სტეროიდების მარაგები, რომლის შეკვრაც 5 ფუნტი სტერლინგი ღირს, 200 ათასზე მეტი ადამიანის სამკურნალოდ საკმარისია.
გათვლების თანახმად, აღმოჩენა უფრო ადრე რომ გაკეთებულიყო, ბრიტანეთში 4-5 ათასი სიცოცხლის გადარჩენა შეიძლებოდა.
ბოლო მონაცემებით, ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 42 ათასს უახლოვდება, ხოლო ინფიცირებულთა რიცხვი 300 ათასს აღწევს.