თურქეთის იუსტიციის მინისტრი აბდულჰამით გიული მომხრეა, რომ აია სოფია, რომელიც დღეს მუზეუმის სტატუსს ატარებს, ისევ მეჩეთად გადაკეთდეს.
თურქულ სააგენტო Anadolu-თან საუბარში მან თქვა, რომ მუსულმანური ლოცვისთვის ტაძრის გახსნა იყო "ჩვენი საერთო სურვილი, ეს იყო სულთან მეჰმეტის სურვილი" (რომელმაც დაიპყრო კონსტანტინოპოლი).
მინისტრმა განმარტა, რომ აია სოფიას ბედი ივლისის დასაწყისში გაირკვევა, რადგანაც საკითხს ქვეყნის სახელმწიფო საბჭო განიხილავს. მანვე აღნიშნა, რომ სხვა სახელმწიფოებს არ აქვთ უფლება, რომ თურქეთს უკარნახონ თუ როგორ მოიქცნენ აია სოფიასთან მიმართებაში.
29 მაისს, კონსტანტინოპოლის დაცემის წლისთავზე, აია სოფიაში ყურანის კითხვა გაიმართა. ერთი კვირის შემდეგ, კი ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა მმართველი მართლმსაჯულებისა და განვითარების პარტიის ცენტრალურ კომიტეტს დაავალა შეისწავლონ აია სოფიას მეჩეთად გადაქცევის შესაძლებლობა.
აღსანიშნავია, რომ აია სოფია მუზეუმის სტატუსს 1934 წლიდან ატარებს.